LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „თქვე მართლა ტურებო! რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც და ამ ქვეყნის მტრებიც..“ – ღუდუშაური ოპოზიციას

696
fot (2)

„რამე ხომ არ გეშლებათ? თქვე მართლა ტურებო! მერე კიდევ წყინთ ხოლმე, აბა სხვა რა უნდა უწოდო ადამიანს „ფარჩაკი“, „ტურა“, რომელიც „რუსეთუმეებს“ დაგვიძახებს“ – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, რაღაც დოზით ალბათ „ქართული ოცნების“ ბრალიცაა, რომ ოპოზიციის ზნე-ჩვეულება ვერ წაიკითხა.

„ალბათ რაღაც დოზით ჩვენი ბრალია, რომ ამ ხალხის ზნე-ჩვეულება ვერ წავიკითხეთ და რატომღაც გვწამდა, რომ საქართველოში შევძლებდით კონსოლიდირება მომხდარიყო თუნდაც იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე უკეთესი ყოფილიყო. ჩემდა სამწუხაროდ, ჩვენ ამაში შევცდით. არ დაიჯეროთ, რომ ვინმე გაგიტარებთ. რუსეთუმეებიც ხართ, ჟენიებიც ხართ, პრიგოჟინზე ლექსის მიმძღვნელებიც, ამ ქვეყნის მტრებიც ხართ და ეჭვი არ შეგეპაროთ რომ ამაზე პასუხს ყოველთვის მოგთხოვთ. თქვენ არც სამშობლო გიყვართ, არც ეს ხალხი გიყვართ და ჩვენ გვეძახით რუსეთუმეებს?! კარგად დაფიქრდით და პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხელი თავები კარგად გაიგრილეთ“,- განაცხადა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, დღეს არჩევანი შავსა და თეთრს შორისაა.

„მივმართავ ქართველ ხალხს – დღეს არის ძალიან მარტივი არჩევანი: შავი და თეთრი. თუ ვინმე ნამდვილად, ევროპული ღირებულებებისთვის, ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი და თქვენი შვილებისთვის რაიმეს აკეთებს – ეს არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები