ამერიკელმა ნენსი საუერმა მთელი თავისი ქონება, რამდენიმე მილიონად შეფასებულ სახლთან ერთად კატებს დაუტოვა. New York Post-ის ინფორმაციით, მემკვიდრეობა 7 კატას გადაეცა.
კლეოპატრას, ლეოს, მიდნაითს, გოლდფინგერს, სნოუბოლს, სქუიქს და ნაპოლეონს მთელი ცხოვრება ერთად აქვთ გატარებული და ეს წესი პატრონის გარდაცვალების შემდეგაც არ უნდა დაირღვეს.
ნენსი გასულ წელს გარდაიცვალა და ანდერძში ისიც დაწერა, რომ სახლი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიყიდოს. მანამ მაინც სანამ კატები ცოცხლები იქნებიან. ამერიკელმა საკმარისი ქონება დატოვება იმისთვისაც, რომ კატებს საჭმელი თუ საჭირო სერვისები არ მოაკლდეთ.