LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ივანიშვილი, კიდევ გააგრძელებს, არ გაჩერდება, მას ქართველის სისხლი სწყურია და მუდმივად მზად არის, ამაში კარგად გადაიხადოს…სოლიდარობა მიშა მშვილდაძეს” – ხაბეიშვილი

335
ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს.

მისივე თქმით, „ივანიშვილი, კიდევ გააგრძელებს, არ გაჩერდება – მას ქართველის სისხლი სწყურია და მუდმივად მზად არის, ამაში კარგად გადაიხადოს”.

„16 -17 წლის ბავშვებს ქვები დაუშინეს, სტუდენტები უნივერსიტეტში ჯგუფურად/ჯგროდ სცემეს და კიბეზე დააგორეს, ოპოზიციონერ ლიდერს მიეპარნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ … გავიდა რამდენიმე დღე და ახლა უკვე, ჟურნალისტი სცემეს გამეტებით – მიშა მშვილდაძე.

რამდენიმე დღის წინ ვთქვი და გავიმეორებ : ივანიშვილი აუცილებლად მოკლავს, ესვრის ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს, ზუსტად ისე, როგორც პუტინის რუსეთში. რუსული ოცნება არ შეწყვეტს ძალადობას და ეს გაგრძელდება მანამ სანამ, თავპირს არ დავალეწავთ (აუცილებელი მოგერიების ფარგლებში) სახელობითად ყველა პუტინისტ ხელისუფალს.

ივანიშვილი, კიდევ გააგრძელებს, არ გაჩერდება – მას ქართველის სისხლი სწყურია და მუდმივად მზად არის, ამაში კარგად გადაიხადოს. სოლიდარობა მიშა მშვილდაძეს”, – აცხადებს ხაბეიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში, სახეში მუშტი დამარტყა” – მიშა მშვილდაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g