LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„და მე ვთქვი დიახ“ – 44 წლის ნიკოლ შერზინგერს ხელი ჰავაის სანაპიროზე სთხოვეს – ემოციური ფოტოები

403
page

ჯგუფ, Pussycat Dolls-ის სოლისტი, ნიკოლ ჟერზინგერი დაინიშნა. 44 წლის არტისტს ხელი 38 წლის შეყვარებულმა, ტომ ევანსმა ურთიერთობიდან სამ წელიწადში სთხოვა. ნიკოლმა ფოტოების სერია „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. სადაც ტომი მუხლებზე დგას და ხელში ბეჭედი უჭირავს, ნიშნობა ჰავაის სანაპიროზე შედგა.

„და მე ვთქვი დიახ“, – ასე დაასათაურა ემოციური ფოტოები ნიკოლმა.

ცნობისთვის, ნიკოლი გათხოვილი ჯერ არასდროს ყოფილა. წყვილის რომანი 3 წლის წინ დაიწყო, ამ პერიოდის განმავლობაში ისინი აქტიურად მოგზაურობდნენ და „ინსტაგრამზე“ ეგზოტიკური ადგილებიდან  შთამბეჭდავ ფოტოებსაც გვიზიარებდნენ.

„წინ კიდევ უამრავი მზის ჩასვლა გველოდება“ – ნიკოლ შერზინგერს შეყვარებულმა ვალენტინობის დღესასწაულზე ცეკვა მიუძღვნა

ნიკოლ შერზინგერმა 42-ე დაბადების დღე შეყვარებულთან ერთად, პორტუგალიის სანაპიროზე აღნიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები