LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკამ „ლაზერმედი“ გრანდიოზული, საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო!– ყველა პროცედურაზე 20%-50% ფასდაკლებით 31 ივლისამდე ისარგებლებთ

307
BeFunky-collage1 (23)

ესთეტიკისა და დერმატო-კოსმეტოლოგიის კლინიკის “ლაზერმედი” თბილისის ფილიალი გრანდიოზულ საზაფხულო ფასდაკლებას აანონსებს.

ყველა პროცედურაზე 20%-50% ფასდაკლებით შეგიძლიათ 31 ივლისამდე ისარგებლოთ.

“კლინიკა “ლაზერმედი” 15 წლიანი გამოცდილებით მუდმივად უწყობს ფეხს სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს და რა თქმა უნდა, ამის პარალელურად მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ სილამაზესა და ჯანმრთელობას ფინანსური თვალსაზრისითაც. გარდა იმისა, რომ „ლაზერმედი“ ყოველთვიურად გთავაზობთ გარკვეულ პროცედურებზე ფასდაკლებას, გადავწყვიტეთ, რომ გავაკეთოთ გრანდიოზული საზაფხულო ფასდაკლება”, – ამბობს „ლაზერმედის” ხელმძღვანელი, ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში საზაფხულო ფასდაკლებები ყველა პროცედურაზე მოქმედებს.

შეგიძლიათ ისარგებლოთ 20%-ანი ფასდაკლებით ალექსანდრიტის ლაზერზე, რომლის უახლესი აპარატი (Candela Gentle Lase Pro U) გასაოცარ შედეგს მცირე დროში მოგცემთ. უნდა აღინიშნოს, რომ ალექსანდრიტის ლაზერი ეს არის ჭარბთმიანობის სამკურნალო ოქროს სტანდარტი, რომელიც დაგეხმარებათ მოიშოროთ არასასურველი თმა დროის მოკლე პერიოდში. საშუალოდ 5-10 პროცედურაც კი საკმარისია.

კრიოლიპოლიზი – სხეულის მოდელირება აპარატურული მეთოდით იდეალური არჩევანია ზედმეტი ცხიმოვანი უბნების შესამცირებლად. გამოიყენება კონტროლირებადი მოყინვის მეთოდი, რომლის დახმარებით პროცედურის ჩატარებიდან 2 კვირაში ცხიმის დაშლის პროცესი იწყება, ხოლო 1-3 პროცედურის შემდეგ ეფექტი შესამჩნევი ხდება და
დამუშავებული ზონა მცირდება 20-25%-ით. აღნიშნულ პროცედურაზე მოქმედებს 30%- იანი ფასდაკლება, რომელიც მოიცავს ჯამში 5 პროცედურას (200 ლარი).

კავიტაცია – ლიპოსაქციის ალტერნატივაა ქირურგიული ჩარევის გარეშე, რომელიც არ საჭიროებს ნარკოზს, არ ირღვევა კანის მთლიანობა, ზედმეტი ცხიმის მოცილებასთან ერთად კანი იჭიმება, ქრება ფორთოხლის ეფექტი და კანის ზედაპირი ხდება გლუვი. აღსანიშნავია, რომ კავიტაციას აქვს მყისიერი შედეგი, დამუშავებული ზონა მცირდება 1-4 სანტიმეტრამდე. აღნიშნულ პროცედურაზე მოქმედებს შემდეგი ფასდაკლება: სტანდარტული 39 ლარი / სლიმინგი 69 ლარი.

ულთერაპია Ultra Former III აპარატით 250 ლარიდან იწყება. აღნიშნულ პროცედურა 5 წლით გაახალგაზრდავების ეფექტს იძლევა და არის პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა არაინვაზიური მეთოდით. ხდება კანის გამკვრივება, ლიფტინგი და კონტურინგი. პროცედური სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოა.

ესთეტიკური გინეკოლოგიის პროცედურებზე კლინიკა „ლაზერმედი“ 20% -იან ფასდაკლებას გთავაზობთ.  ესთეტიკური გინეკოლოგიის მიმართულებით კლინიკა გთავაზობთ
სასქესო ორგანოების ვიზუალურ რემოდელირებას, ასევე, მათ ფუნქციურ რეკონსტრუქციას.

ბოტულინოთერაპიაზე კი 50% -იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. (Dysport 1 ერთეული 5 ლარი). ბოტულინოთერაპიას გამოიყენება ძირითადად მიმიკური ნაოჭების საკორექციოდ სახის ზედა მესამედში (შუბლის, წარბებს შორის და თვალის ირგვლივ ზონებზე). თუმცა ბოტულინოტოქსინის ინექციას ასევე მიმართავენ სახის  სხვადასხვა კუნთის აქტივობის დასაქვეიტებლად  – მაგალითად  –  ცხვირის დაშვებული  წვერის ასაწევად, ნესტოების ვიზუალურად დასათხელებლად,  ღრძილოვანი ღიმილის საკორექციოდ, ტუჩის ასე ვთქვათ ამოსაბრუნებლად შემავსებლის დახმარების გარეშე, მეტყველებისას გამოხატული ზედმეტად აქტიურად მოძრავი ნიკაპის საკორექციოდ, საღეჭი კუნთის ჰიპერტონუსის დროს.

კლინიკა „ლაზერმედი“ გთავაზობთ ფასდაკლებაზე Aptos ძაფებზე (850 ლარი) – აღსანიშნავია, რომ პროცედურის დროს ხდება სახის და ტანის ქსოვილების დაჭიმვა. ძაფები კანქვეშ თხელი ნემსით შეიყვანება და გარკვეული დროის შემდეგ  იშლება ნახშირორჟანგად და წყლად და გამოიყოფა ბუნებრივი გზით. შედეგად კი ხდება კანის სტრუქტურის გაუმჯობესება და კანის დაჭიმვის ეფექტი, ე.ი. ფტოზის მკვეთრი შემცირება.

 

ფასდაკლებისთვის მოცემულ პერიოდში ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიორევიტალიზაციის პროცედურაზე 150 ლარიდან. ეს არის ინექციური მეთოდი, რომელიც გულისხმობს კანში მზა ჰიალურონის მჟავის შეყვანას. იდეალური პროცედურაა მათთვის, ვისაც აწუხებს კანის სიმშრალე, ფტოზი, ტონუსის დაქვეითება, აკნე ან აკნეს შემდგომი ნაწიბურები. პროცედურა უზრუნველყოფს წვრილი ნაოჭების გასადავებას, კანის ფერისა და ტურგორის გაუმჯობესებას და ხელს უწყობს კანის ადაპტირებას გარემოსთან.

ფილერი 280 ლარიდან – ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი ფორმები: ტუჩის ფორმის მოცულობის გაზრდა, ასევე არსებული ასიმეტრიის დაკორექტირება, ასევე, ფილერით ხდება სახის რემოდელირება.

პლაზმო/მეზოთერაპია 99 ლარი – პლაზმოლიფტინგის პროცედურა გულისხმობს თრომბოციტებით გამდიდრებული საკუთარი სისხლის პლაზმის ინექციას კანში და ის ხელს უწყობს კანის ქსოვილის აღდგენა-რეგენერაციის პროცესს. მეზოთერაპია კი ძალიან სასარგებლო, პროფილაქტიკური და სამკურნალო პროცედურაა, რომლის შედეგად მიიღწევა კანის დაბერების პროცესის პროფილაქტიკა და შენელება. ასევე, მიზანშეწონილია მისი ჩატარება სხვადასხვა ტიპის ნაწიბურებისთვის (ატროფიული, კელოიდური, ჰიპერტროფიული).

როგორც ჩვენთან საუბარში კლინიკის „ლაზერმედი“ ხელმძღვანელი ამბობს, აქცია ძალაშია 31 ივლისის ჩათვლით, ხოლო ნებისმიერ პროცედურაზე წინასწარი კონსულტაცია უფასოა.

შეგახსენებთ, ესთეტიკისა და დერმატოკოსმეტოლოგიის კლინიკალაზერმედიმუდმივად უწყობს ფეხს სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს და სწორედ ამიტომ, ქართულ ბაზარზე 15 წელია მყარად პოზიციონირებს 6 კლინიკით (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი).

ანდეთ თქვენი სილამაზე და ჯანმრთელობა მხოლოდ პროფესიონალებს და იყავით მუდამ მომხიბვლელი.

აღსანიშნავია, რომ ყოველდღე, რადიო “ფორტუნას” ეთერში კლინიკა „ლაზერმედის“ ხელმძღვანელი, ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე გთავაზობთ საავტორო რუბრიკას „რჩევები მარიამ შავიძისგან“, რომლის მოსმენა ყოველდღიურ რეჟიმში შეგიძლიათ.

„რა უნდა გააკეთოთ თუ ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე გსურთ გახადოთ თქვენი სახე თქვენთვის სასურველი“ – რას გვირჩევს ექიმი-ესთეტიკოსი მარიამ შავიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები