LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამა დეკრეტში – გრაფიკული დიზაინერი „თეგეტა ჰოლდინგიდან“

589
tegeta (2)

ბოლო წლებია, თანამედროვე საზოგადოება თანხმდება, რომ ბავშვის აღზრდაში ორივე მშობლის როლი თანაბარია. დღეს შვილთან ერთად სკოლის ჩანთით მიმავალ მამას თუ დაინახავთ, ან კაცს, რომელმაც შვილი პედიატრთან მარტომ მიიყვანა და სიმპტომებიც ზუსტად იცის, ალბათ სულაც არ გაგიკვირდებათ. თუმცა ამის მიუხედავად, დეკრეტული შვებულება ჯერჯერობით უმეტესად მაინც დედების „პრეროგატივად“ რჩება. და კანონმდებლობის ცვლილების მიუხედავად, ამ შესაძლებლობით ძალიან ცოტა მამაკაცი სარგებლობს.

33 წლის გიგა ლურსმანაშვილი „თეგეტა ჰოლდინგის“ გრაფიკული დიზაინერი და ორი შვილის, თომას და ეშლის, მამაა. უფროსი შვილი სამი წლის ჰყავს, თუმცა დეკრეტული შვებულებით სარგებლობა პირველად სწორედ ახლა, ეშლის დაბადებისას გადაწყვიტა.

„არ ვფიქრობ, რომ რაიმე უნიკალური გავაკეთე ან განსაკუთრებული მამა ვარ. ჩვენს რეალობაში ჯერ კიდევ ითვლება, რომ ბავშვის მოვლა კაცის საქმე არ არის ან ის ამას ვერ შეძლებს. რეალურად საქმე, რა თქმა უნდა, სხვაგვარადაა: შვილზე ზრუნვა ისევეა მამის პასუხისმგებლობა, როგორც დედის და ამ შემთხვევაში  არ ვგულისხმობ  ფინანსურ უზრუნველყოფას. 

ჩემთვის მამობა, შვილების სიყვარულისა და საუკეთესო ემოციების გარდა, საკუთარი თავის მეტად შეცნობასაც ნიშნავს. აღზრდა კი ორმხრივი პრცესია, ჩემი შვილებისგან ვსწავლობ, როგორ გავხდე უკეთესი, რათა სწორი მაგალითი მივცე მათ“, – ამბობს გიგა.

 

 

საზოგადოების ნაწილი ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ ბავშვებზე მთავარი მზრუნველი და პასუხისმგებელი  დედაა. როლების თანაბრად გადანაწილებაც განსხვავებულად ესმით და ფიქრობენ, რომ ახალშობილის მოვლას ისეთი უნარები სჭირდება, როგორიც მხოლოდ ქალებს აქვთ. ამას ემატება კიდევ ერთი, სამსახურთან დაკავშირებული არგუმენტი.

,,თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც თავისი მიდგომებით თუ სხვადასხვა პროექტით, სტერეოტიპული შეხედულებების შეცვლას ცდილობს, მაქსიმალურად უწყობს ხელს მამაკაც თანამშრომლებს  ჩაერთონ ბავშვზე ზრუნვის პროცესში.

 

ნათიკა ბერძული, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „თეგეტასთვის გენდერულ თანასწორობასა და ოჯახთან თავსებადი გარემოს შექმნაზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მამების ინიციატივას, ისარგებლონ დეკრეტული შვებულებით, მხოლოდ მივესალმებით. ეს გვაძლევს მეტ სტიმულს, გავაგრძელოთ ამ კუთხით მუშაობა, ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას. „თეგეტა“, როგორც ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელი, მხარს უჭერს თავისი თანამშრომლების ამ გადაწყვეტილებას.

გვეამაყება, რომ ჩვენს გუნდში ბევრი მამაა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ შვილების აღზრდისა და მათზე ზრუნვის პროცესში და საკუთარი ყოველდღიურობით მამობასთან დაკავშირებული სტერეოტიპების დარღვევას ცდილობენ“.

 

„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ზრუნავს, ჰოლდინგის მასშტაბით,  გენდერული თანასწორობის ღირებულებების გავრცელებაზე, რაც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კომპანიაში ამ კუთხით უკვე არაერთი პროექტი განხორციელდა. „თეგეტა“ პირველია ბიზნესსექტორში, რომელმაც დანერგა შეხვედრების ციკლი – „მამაკაცური საუბრები“. პროექტს კომპანია უკვე ერთი წელია, „გაეროს მოსახლეობის ფონდთან“  ერთად, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში ახორციელებს.

 

 

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g