ნიდერლანდების პოლიციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვით სამართალდამცავ უწყებას 300 ერთეული ახალი Mercedes-Benz Sprinter 316 CDI უნდა მიეწოდოს. შეთანხმებამდე ავტომობილმა საგულდაგულო ტესტირება გაიარა. თანამშრომლებმა ხაზი გაუსვეს შვიდსაფეხურიანი გადაცემათა კოლოფის 7G-Tronic-ის ჰიდროტრანსფორმატორთან ერთად ხარისხიან მუშაობას, მობრუნების მცირე რადიუსს და ეკონომიურობას – ას კილომეტრზე 7,1 ლიტრი საწვავი.
სპეციალურად მომზადებული ავტომობილები საპოლიციიო ფერებში შეღებეს და სირენებითა და გადამცემებით აღჭურვეს. აღჭურვილობაში შემავალი კომპლექტი საშუალებას იძლევა საპოლიციო ვერტმფრენიდან გამოსახულება რეალურ დროში მიიღოს და მოახდინოს კავშირი ოპერატორთან. Sound Commander-ის დიდი სიმძლავრის ხმის გამაძლიერებლები კი მოსახლეობას 500 მეტრის დაშორებითაც მიაწვდენს ხმას.