გადაცემაში „ღამის პრაიმ- თაიმი“ ჯგუფ „საუნდის“ წევრი თემო ხვიბლიანი იმყოფებოდა. ბაჩო რამიშვილთან ერთად მან ჯგუფის ძველი ჰიტი „ერთხელ გაკოცებ და წავალ“ შეასრულა. ძველ ჰიტმა დარბაზში მყოფი სტუმრები და წამყვანი ააცეკვა.
მათმა ნამღერმა მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
„ყოველთვის მიყვარდა ეს ჯგუფი და ეს სიმღერა მომეწონა ბაჩოს ხმა ძალიან მოუხდა, კარგი იყო“,
„მიყვარს ეს სიმღერა, დამაბრუნა წარსულში“,
„ხვიბლიანი რა სხვანაირია“,
„ტკბილი 90-იანები“.- წერენ სოციალურ ქსელში.