მექსიკაში, ქალაქ სან-პედრო-ჰუამელულას მერი ვიქტორ ჰუგო სოსა ნიანგზე დაქორწინდა. News.sky-ის ინფორმაციით, მერს სურს რომ თავის ხალხს იღბალი მოუტანოს.
მამაკაცმა დედალ ნიანგთან ქორწინების ცერემონია ტრადიციული რიტუალის ფარგლებში გამართა. ითვლება, რომ ასეთი „საქორწინო კავშირით“ ადგილობრივები ღმერთების კეთილგანწყობის მოპოვებას შეძლებენ, რათა მათ ისინი წვიმით, კარგი მოსავლით, სიმშვიდითა და კეთილდღეობით უზრუნველყონ.
რეპტილიას სახელიც დაარქვეს – ალისია ადრიანა. „მე ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, რადგან ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. აი რა არის მთავარი. სიყვარულის გარეშე ქორწინება ვერ იქნება.. მე დავთანხმდი ქორწინებას გოგონა-პრინცესასთან“, – განაცხადა ქალაქის მერმა.
აღსანიშნავია, რომ ცერემონიის დროს ნიანგის პირი თოკით იყო შეკრული, რათა მოვლენათა არასასურველი განვითარება აერიდებინათ თავიდან.