LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკის ერთ-ერთი ქალაქის მერი კაიმანზე „დაქორწინდა“ – ვიდეო

106
ქირიას NEWS შაბლონი (4)

მექსიკის სამხრეთში, ოახაკის შტატის პატარა ქალაქ სან-პედრო ჰუამელულაში, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კიდევ ერთხელ აღასრულეს – ქალაქის მერმა, ანა სინტია რამირეს აჰუმადამ, კაიმანთან სიმბოლური ქორწინების ცერემონია მოაწყო.

როგორც Reuters წერს, ეს უძველესი რიტუალი ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და კეთილდღეობის, ნაყოფიერებისა და უხვი მოსავლის სიმბოლოდ მიიჩნევა.

ცერემონიის მთავარი მონაწილე მდედრი კაიმანია, რომელსაც ადგილობრივები „პატარა პრინცესას“ უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, ის ღვთაებრივ ძალას განასახიერებს, ხოლო მისი სიმბოლური ქორწინება ქალაქის ლიდერთან ადამიანებისა და ბუნების, ასევე ღვთაებრივი სამყაროს ერთიანობის ნიშნად ითვლება.

ტრადიციის მიხედვით, კაიმანს საქორწილო კაბას აცმევენ, უსაფრთხოების მიზნით პირს სპეციალური ლენტით უკრავენ, ხოლო მერი „პატარძალს“ ცერემონიის დასასრულს კოცნის, რითაც რიტუალი სრულდება.

ამის შემდეგ ქალაქში სახალხო ზეიმი იმართება – ქუჩებში მუსიკა, ტრადიციული ცეკვები და მსვლელობები ეწყობა, რომელშიც ადგილობრივებთან ერთად უამრავი ტურისტიც მონაწილეობს.

ისტორიკოსების თქმით, ეს რიტუალი ასობით წლის წინ იღებს სათავეს და დღემდე უცვლელად არის შემონახული. ადგილობრივები დარწმუნებულები არიან, რომ ტრადიციის შესრულება ქალაქს წარმატებას, მშვიდობას, კარგ თევზჭერასა და უხვ მოსავალს მოუტანს.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები