LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში ყირიმ–კონგოს ცხელების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

144
post_1655201212_2671.jpeg

ახალციხეში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დაავადება შუახნის კაცს დაუდასტურდა. ის თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი, წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g