LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზი ცეცხლაძე მსოფლიოში ყველაზე დიდ ღვინის კონკურსზე Berliner Wine Trophy-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს

243
რეზი

მეღვინე და ღვინის საერთაშორისო ექსპერტი, რეზი ცეცხლაძე მსოფლიოში ყველაზე დიდ ღვინის კონკურსზე Berliner Wine Trophy-ზე ჟიურის წევრად მიიწვიეს. ღონისძიება აგვისტოში ბერლინში გაიმართება.

რეზი ქართველი ყველაზე ახალგაზრდა ღვინის საერთაშორისო მსაჯია, რომელმაც უკვე რამდენიმე სხვადასხვა საერთაშორისოდ აღიარებულ ღვინის კონკურსზე იმსაჯა.

კონკურსი, რომელიც OIV-ის (Internationa Organisation Vine and Wine) მიერაა ორგანიზებული და მხარდაჭერილი, ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან საერთაშორისო ღვინის მწარმოებლები და დისტრიბუტორები იღებენ.

IWSC (International Wine and Spirits Competition)-ისა და IQWC (International Qvevri Wine Competition)-ის შემდეგ რეზისთვის BWT ყველაზე მასშტაბური, საერთაშორისო კონკურსი იქნება, რომელზეც მსაჯის რანგში წარდგება.

magti 5g