LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდის მსახიობები სცენარისტების გაფიცვას უერთდებიან – რას მოთხოვნები აქვთ მათ

218
hollywood (1)

ჰოლივუდში გაფიცულ სცენარისტებს მსახიობებიც უერთდებიან. BBC-ის ცნობით, პროფესიულ კავშირი კინომსახიობთა გილდია (SAG) ითხოვს, რომ სტრიმინგ გიგანტები მოგების უფრო სამართლიან განაწილებასა და უკეთეს სამუშაო პირობებზე დათანხმდნენ.

პროფკავშირს, ასევე, სურს მიიღოს გარანტია, რომ ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერით შექმნილ სახეებსა და ხმებს, მსახიობების ჩანაცვლებისთვის არ გამოიყენებენ.

გაფიცულ მსახიობებს შორის არიან კილიან მერფი, მეთ დეიმონი და ემილი ბლანტი, რომლებმაც გაფიცვების გამოცხადებისთანავე ლონდონში კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერის პრემიერა დატოვეს.

ამ დროისათვის მუშაობას ჰოლივუდის დაახლოებით 160 000 მსახიობი წყვეტს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს კინო და სატელევიზიო წარმოების დიდი უმრავლესობა შეჩერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g