ლელა წურწუმიამ მორიგი კონცერტი გამართა და საზოგადოება კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.
ლელამ ყველასათვის ცნობილი ძველი და ასევე ახალი ჰიტები შეასრულა და დარბაზი ერთხმად აამღერა.
ქართველი პოპ-დივას კონცერტი ამჯერად ბათუმში, კლუბ „სოჰოში“ შედგა.
ლელასთან ერთად სცენაზე იდგა ჯგუფი „ნონ-სტოპი“, რომელიც მსმენელს ძალიან უყვარს.
ვიდეოებს სოციალურ ქსელში პროდიუსერი კახი მამულაშვილი (მამულიჩა) გვიზიარებს.
„ჩვენი დედოფალი“, „დივა“, „ლელა გვიყვარხარ!“- აღნიშნავს მსმენელი.
