LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენ უოლესი აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და თანამდებობას დატოვებს

139
wallace

ბენ უოლესი აცხადებს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს და თანამდებობას დატოვებს, – აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ მივიღებ მონაწილეობას შემდეგ არჩევნებში“, – განაცხადა უოლესმა.

მისივე თქმით, ის თანამდებობას პრემიერ რიში სუნაკის მიერ, მორიგი სამთავრობო ცვლილების განხორციელების შემდეგ დატოვებს, რაც სავარაუდოდ სექტემბერშია მოსალოდნელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები