გამოცემა „ექსპრესი“ წერს, რომ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი აქტიურად განიხილება 90-იანი წლების საკულტო ფილმის, „პირადი მცველის“ რიმეიკში მთავარ როლზე. ორიგინალური ფილმი ეკრანებზე 1992 წელს გამოვიდა და ის სპეციალური საიდუმლო სამსახურის თანამშრომლისა და ცნობილი მომღერლის ურთიერთობაზე გვიყვება. ფილმმა არნახული აღიარება მოუტანა კევინ კოსტნერს, რომელსაც პარტნიორობას უიტნი ჰიუსტონი უწევდა. სწორედ რეიჩელ მერონის როლზე განიხილება მეგან მარკლის კანდიდატურა. სწორედ ამ ფილმშია შესული ჰიუსტონის ისეთი ჰიტები, როგორიცაა I Will Always Love You, I Have Nothing და Run To You.
ეს ფაქტი საინტერესოა კიდევ ერთი მიზეზის გამო. ჯერ კიდევ პრინცესა დაიანას გარდაცვალებამდე, საუბარი იყო ფილმის შესაძლო გაგრძელებაზე, სადაც პრინცესა დაიანას კოსტნერთან ერთად, მთავარი როლი უნდა შეესრულებინა.
რა სჭირს მეგან მარკლის წონას? – პრინცი ჰარის მეუღლის ახალმა ფოტოებმა ყველა გააოცა
მეფე ჩარლზის კორონაციის დროს მეგან მარკლი მეგობრებთან ერთად ლაშქრობაში იმყოფებოდა
მეგანი შეპყრობილია გამდიდრების იდეით და განრისხებულია ჰარის ფინანსური მდგომარეობით – ექსპერტი