LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ბაშარული სოფელში გადასახლდა: „რაჭას კიდევ ერთი ოჯახი მივემატეთ.. ეს გადაწყვეტილება თბილისურმა გარემომ მიგვაღებინა“

2249
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (13)

მომღერალი ნინო ბაშარული საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ამცნობს.

საქმე ისაა, რომ ნინო ბაშარული რაჭაში, სოფელ თლუღში გადასახლდა.

„რაჭას კიდევ ერთი ოჯახი მივემატეთ, ვინც თბილისი დატოვა

ჩემთვის ეს გამოწვევაც არის და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაც

ყველაზე მეტად კი, მაინც ის მახარებს, რომ სოფელს დავუბრუნდით, მონჯღრეულ სახლუკას შევაკეთებთ და ფესვებს გავამყარებთ..

მინდა დაიმახსოვროთ ეს გარემო, გვინდა ხელი შევავლოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ფუძისეული, მამაპაპისეული სახლი, ამ ულამაზეს სოფელ თლუხში, სავარაუდოდ, ზუსტად 3 კვირაში თქვენ ამ გარემოს ვეღარ იცნობთ..

დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის მეგობრებო

გზადაგზა გავაზიარებთ ხოლმე ჩვენს სიახლეებს, სახლის ფეხზე დადგომის კადრებს ))

იქნებ ვინმესთვის მოტივაცია იყოს სოფელში დაბრუნების“, – წერს მომღერალი.

სოფელში დაბრუნების გადაწყვეტილების მიზეზებზე მომღერალმა ვრცლად ambebi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

„ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სურ­მა გა­რე­მომ მიგ­ვა­ღე­ბი­ნა. მივ­ხვდით, რომ რა­ჭა­შიც შევ­ძლებ­დით ცხოვ­რე­ბას, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ თბი­ლის­შიც სა­კუ­თა­რი სახ­ლი, ეზო გვაქვს.. მარ­თა­ლია ეზო დიდი არ არის, მაგ­რამ მყუდ­რო გა­რე­მო გვაქვს შექ­მნი­ლი..

ამის გარ­და ერ­თმა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მა თა­ვის­თა­ვად უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რია, ასე ერ­თად, ერ­თსუ­ლოვ­ნად გა­და­წყვი­ტო და წახ­ვი­დე..

მი­თუ­მე­ტეს, არ­ცერ­თი ჩვენ­გა­ნი არ ვუ­შინ­დე­ბით ახალ გა­მოწ­ვე­ვებს, საკ­მა­ოდ რის­კი­ა­ნე­ბიც ვართ. ეს რის­კი ყო­ველ­თვის ჯან­საღ აზრს უკავ­შირ­დე­ბა. ასე რომ თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ არ გაგ­ვი­ჭირ­და ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. გა­დავ­წყვი­ტეთ, ვთქვით და წა­მო­ვე­დით..

 

 

რაჭას კიდევ ერთი ოჯახი მივემატეთ, ვინც თბილისი დატოვა ??
ჩემთვის ეს გამოწვევაც არის და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებაც ?
ყველაზე მეტად კი, მაინც ის მახარებს, რომ სოფელს დავუბრუნდით, მონჯღრეულ სახლუკას შევაკეთებთ და ფესვებს გავამყარებთ ✌?
#დაუბრუნდისოფელს

Posted by Nino Basharuli ნინო ბაშარული on სამშაბათი, 11 ივლისი, 2023

 

 

ვფიქ­რობ, სა­დაც ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მაა, მთვა­რე­ზეც რომ მოგ­ვინ­დეს, იქაც წა­ვალთ და ავე­წყო­ბით, ისე რო­გორც სა­ჭი­როა“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g