LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, სანდრო გირგვლიანზე“ – მურმან დუმბაძე

1512
fot (1)

„გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, სანდრო გირგვლიანზე“, – ასე უპასუხა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ წამყვანის კითხვას –  „წინა ეთერში სტუმრობისას თქვენმა განცხადებამ რეზონანსი გამოიწვია არა მარტო საზოგადოებაში, არამედ ოპოზიციაშიც, როდესაც ირინა ენუქიძესა და გიული ალასანიასთან დაკავშირებით პარალელი გაავლეთ. განაცხადეთ, რომ ირინა ენუქიძეს ვერავინ გაამტყუნებს, იმიტომ, რომ ის არის დედა, მაგრამ გიული ალასანიას გამტყუნება შეგვიძლია?“ – რაზედაც მურმან დუმბაძემ განაცხადა:

„არა, არა, დედას ვერავინ გაამტყუნებს. დედა შვილზე ზრუნავს. ალასანიასა და ენუქიძის ერთ სიმაღლეზე დაყენება ნორმალურია, კი. გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ქალბატონი ირინა ფიქრობდა თავის შვილზე. მაჩალიკაშვილის დედას არ მოუკლეს შვილი? 27 სახელმწიფო გეუბნება მიიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაანებე სასამართლოს თავიო..“, – განაცხადა დუმბაძემ.

კითხვაზე „სააკაშვილის ხელისუფლება გადაჰყვა ენუქიძის, გირგვლიანის საქმეს და თქვენ ერთ სიმაღლეზე რომ აყენებთ, ნორმალურია?“ – დუმბაძემ აღნიშნა:

 

მურმან დუმბაძე: ,,გიული ალასანია ისე ფიქრობს თავის შვილზე, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე, სანდრო გირგვლიანზე…”

ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე

#ირინაენუქიძე #გიულიალასანია #სანდროგირგვლიანი #მიხეილსააკაშვილი

Posted by ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე on Wednesday, 19 July 2023

 

 

„დედა დედაა. სულ ერთია, გინდ ირინა ენუქიძე იყოს, გინდ მურმან დუმბაძის დედა, გინდ ვახოს დედა იყოს, ნებისმიერი დედისთვის შვილი საყვარელია.. როცა შვილს ალასანიას უკლავენ კარგია?! აქაც შედეგი უნდა დადგეს?!“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

მურმან დუმბაძე: მორალურად, იმ სუფრასთან გირგვლიანი მართალი არ იყო, არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g