LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გზებისა და ასფალტის ისტორია

190
78aa75979e5a54156950ccf7e61ef4fb

ადამიანის ხელით დაგებული პირველი გზები ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე მე-4 საუკუნეში გაჩნდა. პირველი ასეთი გზები დღევანდელი ერაყისა და ინგლისის ტერიტორიაზე არსებობდა და ის ჩვეულებრივი ქვაფენილი იყო. მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყო გზების დაგების ახლებური ტექნოლოგიების გამოყენება. კონსტრუქციისთვის გამოიყენებოდა ქვა, ხრეში და ქვიშა. წყალი ამ ელემენტების შემაკავშირებელ ფუნქციას ასრულებდა და ის გზის ზედაპირის ამაგრებდა.

პირველად მასობრივად გზები იორქშირში, დიდ ბრიტანეთში შოტლანდილმა ჯონ მეტკაფმა დააგო. სხვათა შორის, ის ბრმა იყო. მისი გზები სამი ფენისგან შედგებოდა. ეს იყო გრძელი ქვების, მიწის და ქვიშის ფენები. თანამედროვე გზები კი ორი შოტლანდიელი ინჟინრის ტომას ტელფორდის და ჯონ ლუდონ მაკადამის მუშაობის შედეგია. ორივემ კარგად შეისწავლა გზების სიმეტრია, მოძრაობის სიმჭიდროვე და წარმატებამაც არ დააყოვნა. მათი დიზაინით და ტექნოლოგიით გზების აგება მთელი მსოფლიოს გახდა ნორმა.

პირველი ასფალტის გზა, უფრო სწორედ ასფალტის ბლოკები 1824 წელს დაიგო პარიზის სენტ-ელისეს მინდვრებზე.
1872 წელს კი უკვე ჩვენთვის ნაცნობი ასფალტი ბელგიელმა ემიგრანტმა ედვარდ შმედტმა ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში შექმნა. ის აზოტის, წყალბადის, ჟანგბადის, გოგირდის და სხვა მინარევებისგან შედგებოდა. პირველად ასეთი ასფალტი ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუსთვის და ვაშინგტონში 1877 წელს პენსილვანია ავენიუზე გამოიყენეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები