LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუქარესტის გზები ევროპაში ყველაზე დატვირთულია

82
uqarest-ways

საცობების რაოდენობით ევროპაში ლიდერი ბუქარესტია. ნიდერლანდურმა კომპანია Traffic Index–მა, რომელიც ნავიგაციური მოწყობილობების წარმოებითაა დაკავებული,  ევროპული გზები შეისწავლა და აღმოაჩინა რომ საცობი კვლავ ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.

პირველ ადგილს რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი იკავებს, მსოფლიო რეიტინგში კი მას მე–14 პოზიცია ერგო. ბუქარესტელი მძღოლები საცობში წელიწადში 277 საათს ან 9 დღესა და 11 საათს ატარებენ. სპეციალისტთა შეფასებით, ეს დრო „სამეფო კარის თამაშების“ 211 ეპიზოდის საყურებლად სრულებით საკმარისი იქნებოდა.

რუმინეთის დედაქალაქის შემდეგ სიაში შემდეგი პოზიციები – დუბლინმა და ლოძმა დაიკავა. მსოფლიო რეიტინგში კი ისინი მხოლოდ მე–17 და მე–19 პოზიციებს დასჯერდნენ.

მსოფლიო ლიდერი  ინდური ბანგალორი გახდა, სადაც მძღოლები საცობში საშუალოდ 10 დღეს და 3 საათს ხარჯავენ.

ყველაზე თავისუფალი გზების მქონე ქალაქი ევროპაში ესპანური კადისია და საცობებში იქ მხოლოდ 23 საათი იფლანგება.

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში რეიტინგში 57 ქვეყნის 416 ქალაქი მოხვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები