LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კატალონიაში გზები უფრო ეკოლოგიური და გამძლე გახდება

55
catalponiaways

ესპანური რეგიონის, კატალონიის ხელისუფლებამ დააანონსა ახალი საგზაო–სამშენებლო სამუშაოები, რათა გზები უფრო ეკოლოგიური და ხარისხიანი გახდეს.

პირველ რიგში ცვლილება გზების შეკეთების პროცესს შეეხება და ეს პროცესი უფრო ენერგო–ეფექტური უნდა იყოს. ენერგიის დასაზოგად, მთავრობა სამშენებლო კომპანიებს ე.წ. ცივი მასალის გამოყენებას სთავაზობს, ასეთ მასალას გაცხელება და ზედმეტი რესურსი არ სჭირდება.

უნდა შემცირდეს ასევე ტრანსპორტირების ხარჯიც და კომპანიებმა ისეთი მოწყობილობები უნდა გამოიყენონ, რომელსაც გზის საფარისთვის საჭირო მასალის დამზადება ადგილზე შეუძლია.

მეორე მოთხოვა – მეორადი მატერიალის გამოყენებაა. ხელისუფლებას სურს, რომ გზის საფარში სხვადასხვა გადამუშავებული ნარჩენი გამოიყენოს – იქნება ეს ძველი საბურავები თუ ავტომობილის ზეთი. კომპანიებს სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენებაც შეეძლებათ და ამ მხრივ მათ არჩევანის სრული თავისუფლება ეძლევათ.

ექსპერტთა ვარაუდით, ახალი გზა რეგიონს უფრო დიდ ხანს მოემსახურება. ზუსტი თარიღები არ სახელდება, თუმცა კომპანიებმა უნდა დაამტკიცონ რომ მათი გზა რესურსების დაზოგვით დაიგება.

და ბოლოს, კატალონიას სურს ისეთი გზების წარმოება, სადაც ფოტოელემენტები იქნება ჩამონტაჟებული და ელექტროენერგიას გზა თავად გამოიმუშავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები