LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: ჩვენი მთავარი დაპირება ის არის, რომ 400 ათასამდე პენსიონერს საპენსიო სესხი გაუნულდება

190
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

ჩვენი მთავარი დაპირება ის არის, რომ 400 ათასამდე პენსიონერს საპენსიო სესხი გაუნულდება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ქალაქ რუსთავში პენსიონერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„მეორე, რასაც მოსახლეობას ვპირდებით, არის ის, რომ მამაკაცების საპენსიო ასაკი დაიწევს და 65-ის ნაცვლად 60 წელი იქნება. მინიმალური პენსია 400 ლარი უნდა იყოს, ოღონდ ეს ახლა და არა გრძელვადიან პერსპექტივაში. 400 ლარიდან 600 ლარამდე გაიზრდება, ვგულისხმობ იმას, რომ დღეს თუ 70 წლის ზემოთ არის დანამატი, შემდგომში 65 წლიდან იქნება და ჩვენი მოქალაქეები 600 ლარის ოდენობის პენსიას მიიღებენ.

 

?⚪️ გაოგნებული ვარ რუსთაველების ბრძოლისუნარიანობით❗️საპენსიო რეფორმის გაცნობის დროს, უამრავი ინიციატივა მოვისმინე, მათი…

Posted by Levan Khabeishvili on ოთხშაბათი, 26 ივლისი, 2023

 

ამ საპენსიო რეფორმას ვაცნობთ ადგილობრივებს, ყველა მუნიციპალიტეტში ჩავდივართ, ვხვდებით ჩვენს მოქალაქეებს და ცხადია, ვესაუბრებით იმ რეფორმებზე, რომელსაც გამარჯვების პლატფორმა გაატარებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი – გამარჯვება არ არის ბიძინა ივანიშვილის ხელში.. გვჭირდება გამარჯვების პლატფორმა, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობა და სუპერ ენერგიული გიორგი ვაშაძე 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g