სარბოლი სიბრძნე ამბობს, რომ თუ ავტომობილი სწრაფად გამოიყურება, ესე იგი ის სწრაფად დადის. აქ მთავარია არ აგვერიოს მიზეზი, რადგან Ferrari 330 P3, Mercedes-Benz 300 SL თუ Porsche 917-ის მანევრებს უკან დგანან არა მხატვრები, არამედ ინჟინრები და აეროდინამიკის სპეციალისტები. ფორმა ფუნქციას მოსდევს. თუმცა გამონაკლისი ყველაფერშია. დღეს ვსაუბრობთ დიზაინერულ შედევრებზე, რომლებიც გამარჯვებისთვის ელეგანტურობის კონკურსში კი არა, ნაღდ შეჯიბრებებში იბრძოდნენ.
BMW M1 Procar