LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღდგება თუ არა აფხაზეთის რკინიგზა: ენერგეტიკის მინისტრი განმარტავს

90

ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე აფხაზეთის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არ ადასტურებს და ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს.

კალაძე ამბობს, რომ ამ თემაზე მსჯელობაც არ ყოფილა.
„პირველად მესმის, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. მსჯელობაც კი არ ყოფილა მთავრობაში ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშრებით,“ – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, აფხაზეთის რკინიგზის გახსნის ვერსია მას შემდეგ “გაცოცხლდა”, რაც თბილისში საქართველოსა და სომხეთის პრემიერების შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრების შემდეგ სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილთან, ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივაზეც იყო საუბარი. სომხეთის პრემიერს ალტერნატიული მარშრუტები არ დაუსახელებია. ამის მიუხედავად, მედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ალტერნატივად აფხაზეთის გავლით დამაკავშირებელი სარკინიგზო გზა განიხილება.

საკითხის წამოწევას ოპოზიცია ხელისუფლების ღია ღალატად აფასებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები