LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურებმა მსოფლიოში ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი აეროპორტები გამოავლინეს

98

მოგზაურებმა მსოფლიოში ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი აეროპორტები გამოავლინეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მაღალი ხარისხი კვლავ ევროპაში ფიქსირდება და საუკეთესო ათი ობიექტიდან 8 ევროპულია.

პირველ ადგილს ფინეთი და ჰელსინკის აეროპორტი იკავებს. აღსანიშნავია, რომ ასეთი დასკვნა ექსპერტებმა 65 ათასი ტურისტის გამოკითხვის შემდეგ მიიღეს. საუკეთესოთა მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი და გლაზგოს საერთაშორისო აეროპორტი გავიდა. ლიდერთა სამეულს კი შვეიცარია და ციურიხი ასრულებს.

რაც შეეხება ყველაზე უარეს აეროპროტს, ეს ტიტული წელს ბერლინის შენეფელდის აეროპორტმა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილები კი ლონდონის ლუტონმა და ნიუ-იორკის ლაგუარდიამ დაიკავეს.

აღსანიშნავია, რომ სია ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით შედგა, როგორიცაა – სისუფთავე, კონტროლის ზონის ეფექტური მუშაობა, რესტორნებისა და მაღაზიების სიმრავლე და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები