Mercedes-Benz-ის რუს დილერებს პროგრამული უზრუნველყოფა გამოურთეს. გერმანულმა კონცერნმა რუსეთი ონლაინ-სისტემიდან სრულად გათიშა. შეზღუდვების გამო ავტომობილის მომსახურების დრო, შეკეთების ვადები სავარაუდოდ, საგრძნობლად გაიზრდება, რაც მძღოლებს არაოფიციალური სერვისების გამოყენებისკენ უბიძგებს.
როგორც რუსეთში მოღვაწე დილერები აცხადებენ, კლიენტთა მომსახურებას დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე გააგრძელებენ, რაც ექსპერტებისთვის არც თუ ისე საიმედოდ ჟღერს. დილერები იმასაც აზუსტებენ, რომ არანაირი დამატებითი შესაძლებლობა არ გააჩნიათ იმისთვის, რომ სერვისთან დაკავშირებული ღონისძიებები ჩაატარონ.