LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთი აკროპოლისის ვიზიტორთა რაოდენობას შეზღუდავს

158
thumb_1024x663_acropolis-11zon

სექტემბრის თვიდან ათენის აკროპოლისში ყოველდღიურად 20 ათას ვიზიტორზე მეტს აღარ შეუშვებენ. ამ გზით საბერძნეთს ღირსშესანიშნაობის ტურისტთა დიდი ნაკადებისგან სურს დაცვა. The Mayor-ის ინფორმაციით, ეს ტურისტები დიდი რაოდენობით ნაგავს ტოვებენ, ქმნიან ხმაურის და სინათლის დაბინძურებას.

ამასთან, დღის სხვადასხვა დროს აკროპოლისის დათვალიერებას სხვადასხვა რაოდენობის ტურისტი შეძლებს. მაგალითად: დილის 8-დან 9 საათამდე ღირსშესანიშნაობას 3 ათასი ადამიანი მოინახულებს, ხოლო 9-დან 10-მდე მხოლოდ 2 ათასი. ვიზიტის ხანგრძლივობის შეზღუდვას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

აკროპოლისი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და დანიშნულებას ყოველდღიურად 23 ათასზე მეტი ვიზიტორი აკითხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g