პატარა შემსრულებელი – ანაროზა გაფრინდაშვილი საზოგადოებამ საბავშვო მუსიკალური პროექტიდან „რანინა“ გაიცნო.
ანაროზა თითოეულ სიმღერას განსაკუთრებული ემოციითა და არტისტიზმით ასრულებს.
ამჯერად მან სოსო მჭედლიშვილთან და ლევან ცხოიძესთან ერთად ინოლა გურგულიას ცნობილი სიმღერა – „პირველად იყო სიმღერა“ „პოსტ ალიონის“ მაყურებლისთვის შეასრულა.
მუსიკოსებმა სოციალურ ქსელში მსმენელისგან უამრავი დადებითი შეფასება მიიღეს:
„რა ლამაზად მღერი“, „ინოლა გამახსენა“, „რა ტკბილი ხმა აქვს“, „რა გრძნობით მღერი, გვერდსაც როგორი ოქროს ბიჭები გიმშვენებენ“, „ანაროზა მომავალი სერიოზული მომღერალია“, „არაჩვეულებრივი გოგო, მთელი გულით მღერის, ზუსტად ეს არის შესრულება, სიმღერას რომ იგრძნობ“ – წერენ კომენტარებში.
ვიდეო: „წუნა და წრუწუნა” – ოთო ბაზერაშვილისა და ანაროზა გაფრინდაშვილის მხიარული და საოცარი შესრულება
ვიდეო: „ცოტა კიდევ მოითმინე გულო” – ეთერში ლევან ცხოიძის დებიუტი შედგა