აპლიკაცია „ბორბალო“ – პლატფორმა, რომელიც ავტომანქანის მძღოლებს ჯარიმების გადახდას ახსენებს. სერვისის შექმნის იდეა ბოსტონის უნივერსიტეტის სტუდენტს კობა ჟღენტს ეკუთვნის. აპლიკაციის მთავარი ფუნქცია გადასახდელი ჯარიმების შეხსენება და გადახდის პროცესის გამარტივებაა.
როგორც კობა ჟღენტი ამბობს, „ბორბალო“ მომხმარებლების უკუკავშირის შესაბამისად პერიოდულად ვითარდება და უმჯობესდება. ბოლო რამდენიმე თვეა აპლიკაცია კომპანიებს საკუთარი ავტოპარკის დამატების ფუნქციასაც სთავაზობს.
დღეისათვის, „ბორბალოს“ 50000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „ბორბალო“ სამომავლოდ უცხოურ ბაზარზე შესვლას და გლობალურ კომპანიად გადაქცევას გეგმავს.
აპლიკაციის ფუნქციონირებაში სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები 10 დეველოპერია ჩართული, რომლებიც ცდილობენ, რომ მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზონ სიახლეები და კომფორტული სერვისი. აპლიკაციის შესაქმნელად ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
ალბათ, ისე, როგორც ჩვენი რეკლამის გმირებს, ყველას დაგვვიწყებია ჯარიმის დროზე გადახდა. ამას კი ბევრი გართულება შეიძლება მოჰყვეს – მანქანის ჩამორთმევაც კი.
სწორედ ასეთი უსიამოვნებებისგან თავის ასარიდებლად შეიქმნა აპლიკაცია მძღოლებისთვის — „ბორბალო“.
დაამატეთ მანქანა „ბორბალოში“ და ის შეგახსენებთ თქვენი ჯარიმების დროულად გადახდას.
„ბორბალოს“ ბევრი სხვა ფუნქციაც აქვს, მაგალითად, მისი საშუალებით ყველაზე მარტივად შეგიძლიათ გადაიხადოთ ზონალური პარკირების საფასური.
მოიხსენით ერთი საფიქრალი — ჩამოტვირთეთ „ბორბალო“.
Posted by ბორბალო on Wednesday, 16 August 2023
(R)