LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთში შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია, მიგრანტებს აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა“ – მაია ბუწაშვილი

180
Untitled design (1)

„რუსეთში შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია. იცით, რომ მიგრაცია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და, შესაბამისად, არის რისკი, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინება მაღალი იყოს“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინფექციონისტის თქმით, ქვეყანამ მიგრანტებს აივ ინფექციაზე კვლევა აქტიურად უნდა შესთავაზოს:

„საკმაოდ ხშირია სქესობრივი კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამიტომ, სულ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ ახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსის ძალიან დიდი პრობლემაა, მოსახლეობამ სიფრთხილის ზომები უნდა გაითვალისწინოს.

სახელმწიფოს დონეზე კი უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, მოსახლეობა ხშირად უნდა გავაფრთხილოთ, რომ ახსოვდეთ ეს დაავადება. ასევე, მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა ინფიცირებულები  დროულად გამოვავლინოთ და საჭიროების შემთხვევაში, მათი მკურნალობა დროულად დაიწყოს“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

„მაქსიმალურად გავაფრთხილოთ ჩვენ ირგვლივ მყოფები.. გასათვალისწინებელია აივ ინფექცია/შიდსის საქართველოში სწრაფი გავრცელების რისკი“ – ინფექციონისტი მოსახლეობას აფრთხილებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g