სამეფო ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი გელა ფოცხიშვილი ანსამბლის წარმატებული გასტროლიდან კადრებს აქვეყნებს, სადაც მაყურებელი აღფრთოვანებას ვერ მალავს ქართული ცეკვით და წერს, რომ წარმატებით აგრძელებენ გელოდი ფოცხიშვილის საქმეს.
გელა ფოცხიშვილი:
„მთელ მსოფლიოში ასე ხდება ჩვენს კონცერტებზე, ჩვენ შემთხვევით არ ვართ ამ სფეროში, ჩვენი გვარის მესამე თაობა აგრძელებს პროფესიონალურ დონეზე გელოდი ფოცხიშვილის დაწყებულ დიდ საქმეს და ზუსტად ვიცი მამაჩემი იამაყებდა ამ ყველაფრით!“
შეგახსენებთ, ცნობილი ქორეოგრაფი და მოცეკვავე და ქორეოგრაფი, გელოდი ფოცხიშვილი მცირე ხნის წინ გარდაიცვალა.