„საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ – გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა“, – ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გურიაში, სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება და სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
„საქართველო ისევ შეძრა სტიქიურმა უბედურებამ – გურიის რეგიონში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოწოლილ მეწყერს ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა.
მთელი გულით ვიზიარებ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ახლობლების, მთელი საქართველოს გულისტკივილს.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახელმწიფო უწყება, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები“, – წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გურიის რამდენიმე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად სოფლები დაიტბორა, რამდენიმე ადგილზე მეწყრული პროცესებია გააქტიურებული. სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთის სამძებრო სამუშაოები კი, ამ დრომდე მიმდინარეობს.
გურიაში, სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს
გურიაში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს
განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე