„ინტერ მაიამიმ“ ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2025 წელს გაიხსნება. სახელწოდებაა Miami Freedom Park.
ლეო მესის მოუწევს ჯადოქრობები კიდევ უფრო თანამედროვე და ლამაზ ადგილზე აკეთოს.
25-ათასიანი არენა მაიამის აეროპორტის სიახლოვეს გამოჩნდება. ახლა გუნდი თამაშობს „დრაივ პინკზე“, რომელიც 21 ათასს მაყურებელს იტევს და ქალაქის ცენტრიდან 50 კმ-შია.
Miami Freedom Park მარტო სტადიონი არ არის, არამედ თანამედროვე გარემოცვა. იქვე იქნება 235 ათასი კვ/მ ფართობის საზოგადოებრივი პარკი, ყველაზე დიდი მაიამიში. სტადიონი კომპლექსის ტერიტორიის 10%-ზე ნაკლებს დაიკავებს.
სტადიონთან ახლოს ააშენებენ კომერციულ ნაგებობებსაც: სამ სასტუმროს 750 ოთახზე, ოფისებს, მაღაზიებსა და რესტორნებს. პლუს გასართობი დაწესებულებები და ღირსშესანიშნაობები.
ახალი არენა და გარშემო ტერიტორია დაახლოებით მილიარდი დოლარი დაჯდება. მშენებლობა კერძო წყაროებიდან ფინანსდება.