18 მაისს პრაღის მუზეუმების მონახულება სრულიად უფასო იქნება. საქმე ისაა, რომ ჩეხეთი მუზეუმების დღეს აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საკონსულომ მუზეუმების დღე 1977 წელს დააწესა და მისი მიზანი მუზეუმებში მეტი ადამიანის მიყვანა იყო. ეს დღე მას შემდეგ საკმაოდ აქტიურად აღინიშნება და, როგორც წესი, მას 145 ქვეყანაში მდებარე 35 000 მუზეუმი უერთდება ხოლმე.
ამ დღის აღსანიშნავად ამა თუ იმ ქვეყანას განსხვავებული თარიღი აქვს, ერთდერთი უცვლელი წესი ისაა, რომ მუზეუმების მონახულება ყველა მსურველისთვის სრულიად უფასო უნდა იყოს.