მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა Honda-მ ახალი ელექტროსკუტერი შექმნა. მოდელს Motocompactto ჰქვია და ის 1980-იან წლებში გამოშვებულ დასაკეც სკუტერს Motocompo-ს ჰგავს.
ახალი იაპონური სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე 15 კმ/სთ-ს, ელექტროძრავის სიმძლავრე კი 490 ვატს შეადგენს და მისი სრულად დამუხტვა 3.5 საათში შეიძლება.
ახალ სკუტერს, ჯამში, 19 კილომეტრის გავლა შეუძლია და ის ქალაქში მოძრაობისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებაა. მისი ფასი $995 იქნება.