LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანქცირებულ რუსულ ავიაკომპანია „როსსია”-ს თბილისში ფრენა სურს

191
Rossiya_VQ-BCP_Airbus_A319-11_28639513006

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ვებ-გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია Rossiya Airlines თბილისში ფრენების განხორციელების შესახებ მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან.

შერემეტიევოს აეროპორტის ინფორმაციით, გარდა ამისა, Rossiya Airlines შესაძლოა ბათუმის მიმართულებით რეისები კვირაში სამჯერ განახორციელოს: ოთხშაბათს, შაბათს და კვირას.

„ნებართვის მიღების შემთხვევაში, Rossiya Airlines მზად იქნება ფრენები დაიწყოს როგორც ამ მიმართულებით (მოსკოვი-თბილისი), ასევე სხვა მიმართულებებით“, – განუცხადეს RBC-ს ავიაკომპანიის პრესსამსახურში. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს ორჯერ ეთქვა უარი საქართველოში ოპერირებაზე

Rossiya Airlines ევროკავშირის შავ სიაშია. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. საქართველოში ავიაკომპანია „Rossiya Airlines “ -ს ფრენის ნებართვა მიღებული არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g