მომღერალი სოფო ნიჟარაძე საკუთარ გამომწერებს ქალიშვილის, ელის მარია სააკაშვილის მორიგ უსაყვარლეს ვიდეოებს უზიარებს.
როგორც ჩანს, „ინსტაგრამის“ ეფექტებით გადაღებული ვიდეოთი პატარა ელის მარია ძალიან კარგად გაერთო და მოგვიანებით ფოტოები თავადაც გადაიღო, რომლებიც სოფო ნიჟარაძის ინსტაგრამ სთორიში განათავსა.
„შენ დადე სთორი?“ ეკითხება სოფო ქალიშვილს, რაზეც ელის მარია დადებით პასუხს უბრუნებს.
„ტელეფონის მიცემა აღარ შეიძლება“, – წერს სოფო ნიჟარაძე.