LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ურალის ავიახაზები” საქართველოში რეისებს აუქმებს

43

„ურალის ავიახაზები“ საქართველოში რამდენიმე მიმართულებით რეისებს აუქმებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტოები ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

კერძოდ, გაუქმდება ნოვოსიბირსკი-ქუთაისისა და ნოვოსიბირსკი-ბათუმის რეისები.

აღსაიშნავია, რომ ავიაკომპანია საქართველოდან სხვა რეისების შესრულებას კვლავ განაგრძობს.

“ურალის ავიახაზები” საქართველოსთან ერთად, რეისებს აუქმებს ირანსა და სომხეთში.

“მარშრუტების ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ავიაკომპანიამ პორტფელს გადახედა. ეს ნაბიჯები კომპანიის ეფექტიანობას გაზრდის”, – განაცხადეს “ურალის ავიახაზებში”.

მათივე განმარტებით, კომპანიის საერთო საქმიანობაზე ამ რეისების გაუქმება გავლენას არ მოახდენს.

11–წლიანი პაუზის შემდეგ, ურალის ავიახაზები საქართველოში 2011 წელს დაბრუნდა. ის რეისებს საქართველოს რამდენიმე აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს.

თამთა უთურგაშვილ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები