LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურის უფროსი ვილნიუსში საბაჟო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ ფორუმს დაესწრო

120
ფორუმი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ ვილნიუსში „აღმოსავლეთ პარტნიორობის საბაჟო თანამშრომლობასთან“ დაკავშირებულ ფორუმზე მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთი ქვეყნისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საბაჟო და სასაზღვრო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმის მიზანი საბაჟო ადმინისტრაციების თანამშრომლობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის მიმართულებით დიალოგის ახალი პლატფორმის შექმნა და ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან კიდევ უფრო დაახლოება იყო.

შეხვედრის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საერთო სატრანზიტო სისტემების გაფართოების, ასევე, ციფრული სერვისების სასწავლო პროგრამების  დაფინანსების  ხელმისაწვდომობაზე დისკუსია გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსმა სამსონ ურიდიამ მონაწილეებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ  ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

ქართული დელეგაციის წევრებმა ლიეტუვაში ვიზიტისას საბაჟო გამშვები პუნქტი „მედინინკაი“ მოინახულეს და ლიეტუვის საბაჟო ადმინისტრაციის უფროსთან დარიუს ზვირონასთან ორმხრივი შეხვედრა გამართეს. მხარეებმა ქვეყნებს შორის საბაჟო სფეროში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხი განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g