6 ოქტომბერს, ბათუმში, დასავლეთ საქართველოში ყველაზე დიდი მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ გაიხსნება, სადაც პრემიუმ ხაზის ბრენდები იქნება წარმოდგენილი. პროექტს „დარჰოლდინგ ჯგუფი“ (Darholding Group) ახორციელებს.
„ფორტუნა“ „გრანდ მოლის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის კოორდინატორს ივეტა ჯინჭარაძეს ესაუბრა:
„გრანდ მოლი“ რეგიონში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი იქნება. ის ქალაქის ტურისტულად ყველაზე დატვირთულ ზოლში, ბათუმის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
დასავლეთ საქართველოში პირველად შემოგვყავს ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Zara, Mango, Massimo Dutti, Stradivarius, Kiko Milano, Oysho, Armani Exchange, Guess, Tommy Hilfiger, Etam და სხვა.
სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება ყველასათვის საყვარელი სწრაფი კვების ობიექტები: Mc Donald’s, KFC, Dunkin’ Donuts, Wendy’s, Buskin Robbins. საქართველოში პირველად, სწორედ ჩვენს ცენტრში გაიხსნება ამერიკული საერთაშორისო რესტორნების ქსელი Pizza Hut. ასევე წარმოდგენილი იქნება თურქული ქსელური რესტორანი Bigchefs, უკრაინული კაფე Olivia და, რა თქმა უნდა, აზიური კერძების მოყვარულებისთვის Tokyo House. „გრანდ მოლში“ განთავსდება კინოთეატრი „კავეა“, ბავშთა გასართობი სივრცე, ბოულინგ ცენტრი და ფიტნეს კლუბი Oktopus.
მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი ოთხსართულიანი შენობაა, რომელსაც -1 სართულზე დახურული საპარკინგე სივრცე აქვს. ის დაპროექტებული და აშენებულია თანამედროვე ევროპული სტანდარტებით. შენობის დიზაინი, შიდა ინტერიერი და ტექნიკური მიმართულება მრავალი თვალსაზრისითაა გამორჩეული.
„გრანდ მოლის“ პროექტში ინვესტიცია „დარჰოლდინგ ჯგუფმა“ განახორციელა.
„დარჰოლდინგ ჯგუფი“ ჩვენს რეგიონში 1999 წლიდან საქმიანობს. მის შემადგენლობაში შედის: ჰიპერმარკეტების ქსელი „მოდუსი“, რომელსაც ფილიალები აქვს თბილისსა და ბათუმში; სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „დარ ბილდინგი“; სასტუმროები ბათუმში – Era Palace და Ramada Plaza by Wyndham; სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია „დარ კაპიტალი“.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს ბანკი და EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. ამ მხარდაჭერას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქარათველოს საბაზრო ეკონომიკისთვის და, რა თქმა უნდა, რეგიონის განვითარებისთვის, რომლის ფარგლებშიც 1000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი იქმნება”.
(R)