LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბმა ფეხბურთელებმა ტერაქტის მსხვერპლს პატივი არ მიაგეს: წუთიერი დუმილი არ შედგა

25

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ, რომელშიც ავსტრალია და საუდის არაბეთი ხვდებოდნენ ერთმანეთს, აქამდე გაუგონარი რამ მოხდა.

ადელაიდას სტადიონზე, ლონდონის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი გამოცხადდა. ავსტრალიელი ფეხბურთელები, წესის შესაბამისად, ცენტრში განთავსდნენ, ხოლო საუდის არაბეთის ნაკრების მოთამაშეებმა წუთიერი დუმილი უგულვებელყვეს და მოთელვა გააგრძელეს.

სათადარიგოთა სკამიდან არ წამოდგნენ გუნდის მწვრთნელები და რეზერვში მყოფი მოთამაშეები.

არაბი ფეხბურთელების მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. ავსტრალიელმა გულშემატკივარებმა კი ფეხბურთელებს ასეთი საქციელის გამო სტვენა აუტეხეს.

თამაში ავსტრალიამ 3:2 მოიგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები