„ტესლა“ მგზავრებს კომედიური სკეტჩებით გაართობს. ილონ მასკმა Tesla-ს ელექტროქარის ახალი მულტიმედიური სისტემის შესახებ ისაუბრა. იმისათვის რომ მხიარული ჩანაწერები მოისმინონ, ავტომობილის მფლობელებს ხმოვანი ბრძანების გაცემა მოუწევთ. Model S-სა და Model X-ში საკმარისია ჯადოსნური სიტყვის – „ჩაირთეს..“ წარმოთქმა და აუდიოსისტემა სასურველი კომიკოსის ჩანაწერს ჩართავს. მულტიმედიურმა კომპლექსმა ბევრი არტისტი იცის და შესაბამისად არჩევანიც საკმაოდ დიდი იქნება.
როგორც ცნობილია ახალი სერვისით სარგებლობა ჯერ-ჯერობით მხოლოდ შტატების ტერიტორიაზეა შესაძლებელი, თუმცა როგორც ერთ-ერთმა მომხმარებელმა განაცხადა, მან სკეტჩის ჩართვა ნორვეგიაშიც შეძლო. აღსანიშნავია, რომ „ტესლა“ ხმოვან ბრძანებებს აქამდეც ასრულებდა, თუმცა ამა თუ იმ ფაილის დასაკრავად თავდაპირველად მისი ჩატვირთვა იყო საჭირო, ამიერიდან კი ეს ფუნქცია ბევრადაა გამარტივებული.