LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ ოდიშარია: წინ დაბნელებების კორიდორი გველის, რაც არც ისე მარტივი ამბავია… შეიძლება იხეთქოს დაგროვილმა ნეგატივმა

25
ანზორ-ოდიშარია

20 სექტემბერს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის “გზაჯვარედინი” მთავარი თემა ოქტომბრის თვე და მოსალოდნელი დაბნელებების კორიდორი გახლდათ. ანზორ ოდიშარიამ მსმენელს გარკვეული რეკომენდაციები და რჩევები გაუზიარა.

ანზორ ოდიშარია: იწყება ოქტომბერი და წინ დაბნელებების კორიდორი გველის, რაც არც ისე მარტივი ამბავია. ოქტომბერი გამოირჩევა ტრავმულობით, ავარიულობით და აფეთქებებით.

მთელი ოქტომბერი ასე იქნება თუ გარკვეულ პერიოდზეა საუბარი?

მთელი თვე ასეთი იქნება, მაგრამ ეს არ არის მაინც და მაინც ცუდი, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პერიოდში ძალიან აქტიური ენერგია იქნება სამყაროში შემოსული, რაც ადამიანებს საშუალებას მისცემს, რომ გამოფხიზლდნენ, გამოცოცხლდნენ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. თუ ამ ძალას არ გამოვიყენებთ, ეს ძალა შეიძლება დამანგრეველი იყოს.

აღსანიშნავია, რომ ეს ნეგატიური ენერგიები ღამე უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე დღის განმავლობაში, რადგან ნეგატიური ენერგიების კონცენტრაცია ბნელ დროს უფრო ძლიერია, ვიდრე ნათელ დროს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ სპეციალური ვარჯიშები ან მოქმედებები, რომლებიც ღამე დაგროვილი ნეგატივისგან გაგვათავისუფლებენ. გავაკეთოთ მცირედი ვარჯიშები, ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები, თუმცა არა გადატვირთულად. დილით რეკომენდებულია ინტენსიური შხაპი, რომ უფრო მოვდუნდეთ, დავმშვიდდეთ, რომ ღამე დაგროვილი ცუდი ენერგია, წყალს გავატანოთ, რადგან დილიდან ქაოსურმა ენერგიამ შეიძლება შფოთვა, მღელვარება გამოიწვიოს. არსებობს სპეციალური ლოცვაც, რომელიც ბანაობის დროს შეგიძლია წაიკითხოთ და მისი მოძიება ინტერნეტის მეშვეობითაც შეგიძლიათ.

პოლიტიკური თუ სოციალური კუთხით გამოაშკარავების პერიოდი იქნება. შეიძლება იხეთქოს დაგროვილმა ნეგატივმა და ბრაზმა. ოქტომბერი ამ კუთხით ინტენსიური იქნება.

21 სექტემბრიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში შესაძლებელია განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შენაძენების გაკეთება.

21 სექტემბრიდან ასევე კარგია მიზნების დასახვა, საცხოვრებლის და სამუშაო სივრცის ენერგიის განახლება და გაწმენდა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სანთლები, ნაკურთხი წყალი ან საკმეველი.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები