დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე ვენაში, გაეროს ოფისში მის მოხსენებაზე სოციალურ ქსელში წერს.
გოდოლაძის თქმით, როდესაც გაიგეს, რომ „სტალინი ფიზიკის ობსერვატორიაში გეოფიზიკოსად მუშაობდა, დარბაზი გამოცოცხლდა“.
„დღეს, ვენაში, გაეროს ოფისში მოხსენება მქონდა. თემა: კავკასიის ანალოგური სეისმური ქსელის მონაცემები.
მოხსენება ამ სლაიდით დავიწყე. დარბაზი უმალ გამოცოცხლდა, იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი) თბილისის ფიზიკის ობსერვატორიაში გეოფიზიკოსად მუშაობდა. მაგნიტომეტრის ჩანაწერზე მისი ხელმოწერა ინახება. თბილისის ფიზიკის ობსერვატორიაში 1899 წელს გაიხსნა, კავკასიაში პირველი სეისმური სადგური“. – წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში.
დღეს, ვენაში, გაეროს ოფისში მოხსენება მქონდა. თემა: კავკასიის ანალოგური სეისმური ქსელის მონაცემები. მოხსენება ამ სლაიდით…
Posted by Tea Godoladze on Thursday, September 28, 2023