LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

site_715X400 (13)

ესტონეთის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრემიერ-მინისტრ კაია კალასის მეუღლის რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობის შემსწავლელი კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მანამდე საკონსტიტუციო კომისიამ გადაწყვიტა, მხარი არ დაეჭირა ცენტრისტული პარტიის მიერ წარდგენილი პროექტისთვის, რომელიც რუსეთში კალასის მეუღლის საქმიანობის გარემოებებს გამოიძიებდა.

შეგახსენებთ, მედია გასულ თვეში წერდა, სატრანსპორტო კომპანია Stark Logistics, რომელიც ნაწილობრივ ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის ქმარს ეკუთვნის, უკრაინის ომის დროს რუსეთში ტვირთების გადაზიდვას განაგრძობდა.

კალასმა დაპირისპირებას მისი მეუღლის ბიზნესის რუსეთის ფედერაციასთან შესაძლო კავშირებთან დაკავშირებით „ჯადოქრებზე ნადირობა“ უწოდა იმ პოლიტიკური ოპონენტების მიერ, რომლებიც მის გადადგომას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g