LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cardi B ამბობს, რომ სახლში მოჩვენება ჰყავს, რომელსაც მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სურს

134
page

ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური ჰიპ-ჰოპ არტისტი ქალბატონის, Cardi B-ის ბოლო განცხადებამ ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მომღერალმა „ინსტაგრამ ლაივში“ განაცხადა, რომ სახლში მოჩვენება ჰყავს, რომელსაც მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სურს.

„რაღაც ხმები მესმის ხოლმე, ბუზის გაფრენის ხმას ჰგავს, მაგრამ ვერსად ვპოულობ. მარტო რომ ვრჩები, მას ჩემთან სექსი უნდება. როცა ატლანტის ან ნიუ-იორკის სახლში ვარ, ასე არ ხდება, უკვე თავგზა ამერია, რადგან შინ მარტო ვარ წყეულ მოჩვენებასთან ერთად, რომელსაც აშკარად ჩემთან სექსი სურს“, – აცხადებს არტისტი.

რეპერი ამბობს, რომ საცხოვრებლად სასტუმროში გადასვლაზე ფიქრობს.

„როდესაც ცოლის რისხვის შეგეშინდა“ – Offset აცხადებს რომ Cardi B-ს ღალატის შესახებ იცრუა, რადგან იმ ღამეს არაფხიზელ მდგომარეობაში იყო

სახეში წყლის შესხმის საპასუხოდ, Cardi B-მ ფანს მიკროფონი ესროლა – უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები