LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა

1915
თბილისის მერია

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2023 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ.

დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას თბილისის მერმა სიტყვით მიმართა და 26 საპატიო თბილისელს ახალი სტატუსი მიულოცა.

კახა კალაძემ თითოეულ მათგანს თბილისის სიმბოლური გასაღები და სიგელი გადასცა.

მიმდინარე წელს თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ – არჩილ ხომასურიძეს (რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, აკადემიკოსი);

ჟანრი ლოლაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);

ნუგზარ უბერს (ექიმი, პედიატრი);

ალექსანდრე კოტორაშვილს (ფოტორეპორტიორი);

რამაზ გახოკიძეს (მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი);

გია ბაღაშვილს (მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ხელოვნებათმცოდნე);

გურანა გრიგორაშვილს (ექიმი, მეცნიერი და მკვლევარი);

ნანა ფაჩუაშვილს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);

თამაზ მაღლაკელიძეს (ექიმი-პულმონოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი);

ამირან ქორიძეს (ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მეცნიერი);

გურამ ახალაიას (მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე);

მურმან ჯინორიას (თეატრისა და კინოს მსახიობი);

ლია სტურუას (პოეტი);

ლეო ანთაძეს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);

იმედა კახიანს (კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი);

იამზე დოლაბერიძეს (მოცეკვავე, საქართველოს სახალხო არტისტი);

ლევან ლაღიძეს (მხატვარი);

დავით მაღრაძეს (პოეტი, საზოგადო მოღვაწე);

რადიშ თორდიას (მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო მხატვარი);

ავთო მახარაძეს (თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი);

ზურაბ ლეჟავას (სპორტსმენი, მწვრთნელი, კარატეს ქართული სკოლის ფუძემდებელი);

მანანა ახმეტელს (მუსიკათმცოდნე, პედაგოგი);

მამუკა ჩარკვიანს (მუსიკოსი, კომპოზიტორი);

ევა ბაბალაშვილს (მხატვარი, მწერალი);

რევაზ არველაძეს (ენერგეტიკოსი, ინჟინერი, ტექნიკის მეციერებათა დოქტორი);

ზაზა ავალიანს (ექიმი-ფთიზიატრი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g