LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბაღაშვილი: „ეს თბილისობა განსაკუთრებული და სიხარულით სავსეა ჩემთვის, ვინაიდან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჯილდოს პატივი მერგო – ამირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ!“

4126
fot

გია ბაღაშვილი ერთ-ერთია იმ 26 პირიდან, რომელმაც თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო.

ღონისძიება გუშინ გაიმართა. ბაღაშვილი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პირადად დააჯილდოვა.

აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება გია ბაღაშვილი და წერს:

„გილოცავთ თბილისობას ყველა თბილისელს, დედაქალაქის სტუმრებსა და მთელ საქართველოს!

ეს თბილისობა განსაკუთრებული და სიხარულით სავსეა ჩემთვის, ვინაიდან ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჯილდოს პატივი მერგო – ამირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ!

დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო – ქალაქ თბილისის მერიას, საკრებულოს, პირადად ბატონ კახის. უღრმესი მადლობა ჩემს სათაყვანებელ თბილისს, იმისთვის, რომ მე ამ საოცარი და მსოფლიოში საუკეთესო ქალაქის შვილი ვარ. თბილისელობა თავისთავად არის საპატიო ტიტული, ხოლო საპატიო თბილისელობა – ორმაგი პატივია!

„თბილისო, მზის და ვარდების მხარეო,

უშენოდ სიცოცხლეც არ მინდა…“ – წერს გია ბაღაშვილი.

 

 

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 26 ადამიანს მიენიჭა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები