LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: „2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ“

198
მიხეილ სააკაშვილი

„2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების დღედ!“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, დღეს დაყოფის დრო აღარ არის და მთავარი ამოცანა საქართველო გადარჩენაა:

„სიმართლე გითხრათ, ბოლო წუთამდე ბევრ ჩვენს მეგობარსაც არ სჯეროდა, რომ საქართველო, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო მიღებული, იმ ტრადიციას არ დაარღვევდა და არ მოხდებოდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება.

მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად სჭირდებოდა ქართულ ახალგაზრდა დემოკრატიას, სწორედ ამ ნაბიჯმა კიდევ უფრო დაგვაახლოვა ევროკავშირთან და ნატოსთან !

მე 2012 წლის 2 ოქტომბერს დაგპირდით, რომ ვიბრძოლებდი ჩვენი ქვეყნის მთავარი მონაპოვრის შენარჩუნებისთვის! დღე არ გასულა ისე, რომ ჩემი გუნდის წევრებს არ ემხილა „ქართული ოცნება“ კორუფციასა და კრიმინალების მფარველობაში. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეუძლებელი შეძლო და მიუხედავად ყოველდღიური ფიზიკური წინააღმდეგობისა, არ მისცა საშუალება ივანიშვილის ხელის ბიჭებს, ბოლომდე გაენადგურებინათ და ფეხქვეშ გაეთელათ ჩვენი შექმნილი თანამედროვე საქართველო.

მაგრამ უკვე აშკარაა, რომ საფრთხე ვარდების რევოლუციის მთავარ მონაპოვარს ექმნება. დღეს ჩვენ ვკარგავთ ყველაზე მთავარს – ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას!

ამიტომაც დღეს დაყოფის დრო აღარ არის! ოლიგარქის დამარცხების ფორმულა მხოლოდ ერთიანობაშია.
დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული ძალიან ახლოსაა. ამიტომაც ჩვენი ამოცანაა: გადავარჩინოთ საქართველო და შევქმნათ ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ვერანაირი გარე ძალა და ოლიგარქები ვერ დაეპატრონებიან.

მე მზად ვარ, თქვენთან ერთად დავწერო თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიის მომდევნო თავი!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 

2012 წლის 2 ოქტომბერი ისტორიაში შევა არა როგორც “ქართული ოცნების”, არამედ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გამარჯვების…

Posted by Mikheil Saakashvili on კვირა, 01 ოქტომბერი, 2023

 

მიხეილ სააკაშვილი: „არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g