LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2024 წელს თბილისი საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

151
tBI

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, „m&i 2024“ საქართველოში გაიმართება.

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე თბილისს, ზაფხულში, ოთხი დღის განმავლობაში (30 ივნისი – 4 ივლისი) ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან  ბიზნესტურიზმის სფეროს 100-ზე მეტი ორგანიზაციისა და მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვევიან.

მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველომ პროექტს „აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად” უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სწორედ ამ  ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებამ განაპირობა 2024 წელს საქართველოსთვის საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.

magti 5g